logo
ENG



ოქრუაშვილი ივანიშვილზე: სასამართლო პროცესებით პოლიტიკურ კრიზისს თავს ვერ დააღწევს

02 დეკ 202015:03
3 წუთის საკითხავი
 
ოქრუაშვილი ივანიშვილზე: სასამართლო პროცესებით პოლიტიკურ კრიზისს თავს ვერ დააღწევს

გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ერთდროულად 4 ადამიანის მიმართ სასამართლო პროცესების ჩანიშვნის გადაწყვეტილება ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.  

როგორ ოქრუაშვილმა ფორმულას განუცხადა, ივანიშვილი ამ პროცესებით არათუ თავს ვერ დააღწევს პოლიტიკურ კრიზისს, არამედ უფრო მძიმე შედეგებს მიიღებს.

"მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო - ივანიშვილზეა ნათქვამი. მან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა ვერც უცხოელ პარტნიორებთან აღებული ვალდებულებების შედეგად, ვერც 8 მარტის შეთანხმების შედეგად. თუ ჰგონია, რომ ახლა სასამართლო პროცესებით პოლიტიკურ კრიზის თავს დააღწევს, არ არსებობს, იმიტომ რომ პირიქით, უფრო ცუდ შედეგებს მოუტანს ეს ყველაფერი. 4 ადამიანის მიმართ ერთდროულად პროცესების ჩანიშვნა ოთხი სხვადასხვა მოსამართლის მიერ, ავტომატურად მიუთითებს, რომ ვიღაც ერთი ადამიანის მიერ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული, ეს ადამიანი კი არის ბიძინა ივანიშვილი", - თქვა ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშილს სასამართლოდან გუშინ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მათთან დაკავშირებული საქმეების განხილვა უახლოეს დღეებში განახლდებოდა. დღეს, 2 დეკემბერს, სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა. ბრალდებულთა ადვოკატებს განუცხადეს, რომ პროცესები კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიდო, მიზეზად კი კორონავირუსი დაასახელეს.


close დახურვა