logo
ENG



ოქრუაშვილის დაცვის წევრის ადვოკატი: საქმე შეკერილია

15 ნოე 201913:46
3 წუთის საკითხავი
 
28wet0ancbm82ee.png

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც კობა კოშაძის დაკავებისას საგამოძიებო მოქმედებებს ასახავს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კოშაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება წინ უსწრებს გამოკითხვას.

ადვოკატის განცხადებით, საქმე "შეკერილია" და მის დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს და შემდეგ კი დაიწყეს გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ კობა კოშაძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს.

 


close დახურვა