logo
ENG



ოცნება: ინიციატივა უგულავას საქმეზე კომიასიასთან დაკავშირებით, ევროდეპუტატებმა მოიწონეს

13 თებ 202014:17
3 წუთის საკითხავი
 

მმართველი გუნდის წევრები საკუთარ ინიციატივაზე საუბრობენ, რომლის თანახმადაც გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი კომისია შეიქმნება. "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ევროდეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა მოიწონეს. 

"კითხვები ისმოდა შეხვედრების დროს. ჩვენ ბევრი შეხვედრა გავმართეთ. ჩვენი ინიციატივა და გადაწყვეტილება, მოიწონეს და მიესალმებიან. ვისაც რაიმე კითხვა აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით, შეუძლიათ ჩამოვიდნენ აქ და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებენ“, - განაცხადა კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში სულ ორი მისია ჩამოვა და ორი დასკვნა მომზადდება. თუმცა, კობახიძის განმარტებით, ერთ-ერთი მისია ევროდეპუტატის სვენ მიქსერის ხელმძღვანელობით უგულავას საქმეს არ შეეხება. 

„სვენ მიქსერის ვიზიტი ისედაც იყო დაგეგმილი საქართველოში. ამიტომ მისი დაკავშირება უგულავას საქმესთან არ უნდა მოხდეს. მისი ვიზიტი უკავშირდება ზოგადად იმ ვითარების შეფასებას, რომელიც არის საქართველოში და საქართველოს მიერ ვალდებულებების შეფასებას. რაც შეეხება ჩვენ ინიციატივას, ის მისია დაასწრებს მიქსერის მისიას და დადებს თავის დასკვნას, რომელიც შემდგომ მიქსერის დასკვნაშიც აისახება“, - აღნიშნა კობახიძემ. 

 

 


close დახურვა