logo
ENG



ოცნება დეკანოიძის და გოცირიძის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას მხარს დაუჭერს

29 მაი 202320:28
3 წუთის საკითხავი
clock 412
ოცნება დეკანოიძის და გოცირიძის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას მხარს დაუჭერს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით, მხარს დაუჭერს.

კენჭისყრა მიმდინარე სასესიო კვირაში მოხდება. 

"საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით", - თქვა მდინარაძემ პარტის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 

ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. დეკანოიძის თქმით, პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე იქნება და მას ევროოპტიმისტები ერქმევა.

ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატები არიან. დეკანოიძემ ნაციონალური მოძრაობა 24 მარტს, ხოლო გოცირიძემ 17 თებერვალს დატოვა. 

 

 


close დახურვა