logo
ENG



ოცნება ეროვნული თანხმობის წინააღმდეგ

14 დეკ 202120:33
3 წუთის საკითხავი
 

სალომე ზურაბიშვილი ისევ დუმს. მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან წამოწყებული საუბარი გაიყინა. ახალი ამ დრომდე არაფერი თქმულა. პოლიტიკურ წრეებში ფართო საზოგადოებრივ დიალოგსა და შერიგებაზე მიმდინარე მსჯელობას ქართული ოცნება ყოველდღიურად უთხრის ძირს.

ირაკლი კობახიძეს შერიგების საკუთარი ვერსია აქვს. ჯერ ოპონენტებისგან აღიარებით ჩვენებებს ითხოვს, შემდეგ კი პოლიტიკიდან წასვლას. ქართული ოცნების განცხადებებიდან ერთი რამ ცხადია - ხელისუფლებას კომპრომისი არ აინტერესებს.


close დახურვა