logo
ENG



ოცნება თავად არის სიცრუის გამავრცელებელი - კალაძის ლაივმა, მერიასთან პროტესტის ფონზე ჩაიარა

26 ივნ 202006:01
3 წუთის საკითხავი
 

კახა კალაძის ფეისბუქ ლაივის პარალელურად მერიის წინ აქტივისტები აქციას მართავდნენ.

"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდულმა ფრთამ ქალაქის მერს მედიაზე ზეწოლის, ტროლებისა და ბოტების შესახებ ფაქტები შეახსენა, შესაბამისი პრეზენტაცია კი მერიასთან გამართეს. ამით მათ „ქართული ოცნების" და კონკრეტულად, თბილისის მერის ახალი კამპანია გააპროტესტეს.

ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ მთავრობის მხრიდან ტელეკომპანია „ფორმულას", „მთავარი არხისა" და „ტელეკომპანია პირველის" კრიტიკა ცინიკურია, რადგან ყალბი ამბების გამავრცელებელი თავად „ქართული ოცნებაა".

"კალაძე ახდენს პრეზენტაციას, თუ როგორ დეზინფორმაციას ავრცელებს რამდენიმე თავისუფალი მედია. ჩვენ გავაკეთეთ პრეზენტაცია თუ ვინ არის სინამდვილეში ვინ არის ამ ქვეყანაში სიყალბის გამავრცელებელი. თავად „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში ტყუილის გამავრცელებელი. Facebook-მაც კი ამხილა ისინი ამ ტყუილში და გააუქმა ანგარიშები“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიშა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ კრიტიკულ მედიაზე თავდასხმა დაიწყო. მან ფეისბუქის გვერდზე პირდაპირ ჩართვაში ტელეკომპანია "ფორმულა", "მთავარი არხი" და "ტვ პირველი" ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. 

 

 


close დახურვა