logo
ENG



ოცნება ოცნების წინააღმდეგ - ზურაბიშვილის იმპიჩმენტი - შაბათის ფორმულა

07 ოქტ 202320:49
3 წუთის საკითხავი
 

"ეს არის არჩევანი დიქტატურასა და თავისუფლებას შორის, აირჩიე თავისუფლება" - "სალომე ზურაბიშვილი აღარ იმსახურებს იყოს საქართველოს პრეზიდენტი" - ამ შეფასების ავტორი, დროის გარკვეული ინტერვალით, მაგრამ ერთი და იგივე პოლიტიკოსია - ირაკლი კობახიძე; ბიძინა ივანიშვილმა, ჯერ პრინციპული არჩევანის დამცველად დანიშნა, ახლა კი, 5 წლის შემდეგ, საკონსტიტუციო დავის მთავარ ავტორად და მთავარი როლის შემსრულებლად მიავლინა. საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, ქართული ოცნება ქართული ოცნების წინააღმდეგ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის და სალომე ზურაბიშვილის სამაგალითო დასჯის სპეცოპერაციას, 3 დღის განმავლობაში გვაყურებინებდა და ამით ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიდა; შეურაცხმყოფელი განცხადებები, საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის ღია მხარდაჭერა ქართული ოცნების პოზიციის მიმართ, დავა კონსტიტუციის მუხლებით პოლიტიკური მიზნებისთვის - ყველაფერი, რაც დარბაზში ხდებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს, რომელიც რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. თუ სასამართლო, კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, პროცესები უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს, სადაც ივანიშვილის გეგმის სისრულეში მოსაყვანად, ქართულ ოცნებას 100 ხმა დასჭირდება. როდის უნდა ველოდოთ საბოლოო ვერდიქტს და როგორ ხვდება პარლამენტი, ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში უპრეცედენტო - იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას - შაბათის ფორმულას სიუჟეტი.


close დახურვა