მაჰაჩყალაში ანტისემიტური პოგრომის მცდელობის შემდეგ პუტინი კვლავ მრავალპოლუსიან სამყაროზე ალაპარაკდა. დასავლეთის დომინაციის დასასრულზე და იმაზე თუ რა ბედნიერება ელით, დღეს შედარებით რუხ ზონებსა თუ "იმპერიალისტური დასავლეთის" გავლენის სფეროებში მყოფი ქვეყნები და ხალხები სხვადასხვა ექსკლუზიური გავლენების სფეროებში გადანაწილდებიან. მაგალითად რუსეთის, ჩინეთის, ირანის და სხვა მსხვილი რეგიონული დიდი ძალების. რა სურს პუტინს და რა უხარიათ ქართველ პუტინისტებს?! - სურათი, რომელზეც საჭიროა ყველას, ვინც დღეს ქვეყნის განვითარების ტრაექტორიას ინფანტილური სიმშვიდითა და მოკლევადიანი ბიზნეს თუ სხვა ინტერესებით უყურებს - მკაფიოდ და ობიექტურად მოვუთხროთ.
ოცნება პუტინისტურ ჯოჯოხეთზე - დროება
05 ნოე 202321:24
3 წუთის საკითხავი