ქართულმა ოცნებამ პროევროპული აქციის საინფორმაციო კამპანიაში ხელის შესაშლელად პარტაქტივი გააქტიურა.
დღეს თსუ-ის მაღლივ კორპუსთან სტუდენტებს, რომლებიც 3 ივლისის ფლაერებს არიგებდნენ, აგრესიული ჯგუფები თავს დაესხნენ და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
თავდამსხმელებიდან ერთ-ერთ ნიკოლოზ მელიქიშვილია, რომელსაც Facebook-ზე უწერია, რომ მუშაობს თბილისის მერიასა და ისნის რაიონის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში. ასევე, ერთ-ერთ სამსახურად მითითებული აქვს ქართული ოცნება.
მელიქიშვილი ადასტურებს, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერია, თუმცა ამტკიცებს, რომ უნივერსიტეტში გამოცდაზე მივიდა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რომელ საგანში ჰქონდა გამოცდა, რაზეც მელიქიშვილს პასუხის გაცემა გაუჭირდა.
ნიკოლოზ მელიქიშვილი იმყოფებოდა დედაენის ბაღშიც, სადაც საინფორმაციო კამპანიაში ჩართულ სტუდენტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ფორმულამ მოახერხა იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც მელიქიშვილთან ერთად ცდილობდნენ, რომ ახალგაზრდებისთვის ხელი შეეშალათ. დაპირისპირებაში ჩართულების უმეტესობა, გამგეობის თანამშრომლები არიან. სოციალურ ქსელში იძებნება ფოტოებიც, სადაც ისინი ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პოზირებენ.
ესენი არიან:
- ბექა მენთეშაშვილი - ისნის გამგეობის თანამშრომელი
- გიორგი შუკვანი - ქართულ ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი
- ილია გურგენიძე - ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი.