სახელმწიფოს დანაშაულებრივი მართვის 11 წელი. 2012 წლის 30 სექტემბერს, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდა, მათ თითქმის გარანტირებული ჰქონდათ სახელმწიფოს მიტაცების გეგმა, უკვე გავრცელებული იყო - ლადო ბედუკაძის მიერ გადაღებული ციხის კადრები და რუსული გეგმა უკვე ამუშავებული იყო, თუმცა არჩევნების წინა ღამეს, რეგიონში რომელსაც ალბათობის მაღალი ხარისხით ოცნება აგებდა - სჭირდებოდათ საკონტროლო გასროლა. რეჟიმმა და რუსულმა სცენარმა, რაფალიანცების ახალგაზრდა ოჯახი შეარჩია და მოულოდნელად მათი სახლიდან 10 თვის ბარბარე გაქრა. საეჭვოდ დაემთხვა, რომ ბავშვის გაუჩინარებისთანავე - მათ სახლთან თითქმის მთელი ქართული ოცნება გაჩნდა და უაპელაციოდ ბავშვის გატაცებაში იმდროინდელი ხელისუფლება დაადანაშაულეს. 11 წლის შემდეგ საეჭვო და ახალ გარემოებებზე, მუქარებზე, დაშინებაზე - პირველად ბარბარე რაფალიანცის დედა შაბათის ფორმულასთან ჰყვება. 10 თვის ბარბარე რაფალიანცი ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქის რეჟიმის ერთადერთი მსხვერპლი არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ იყო საკუთარ საწოლში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი, იყო ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიას შეწირული, ია კერზაია, ლექსო ლაშქარავა, ლუკა სირაძე და კიდევ ბევრი.
ოცნების დანაშაულებრივი მმართველობის 11 წელი - შაბათის ფორმულა
30 სექ 202320:32
3 წუთის საკითხავი