ქართული ოცნების დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ პარტიის ოფისთან მისულ აქციის მონაწილეებს აგინა. გინების ვიდეო მან Facebook-ზე დადო, მოგვიანებით კი წაშალა. მანამდე მან დაწერა: "10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს".
ამ წუთებში აქციის მონაწილეთა ნაწილი ოცნების ოფისთან იმყოფება, დანარჩენი კი კვლავ პარლამენტის წინ რჩება.
აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს. ისინი ხელისუფლებას ვადას დღეს ღამის 12 საათამდე აძლევენ.