ქართული ოცნების თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს. ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ერთხმად დაამტკიცეს.
დღეს ქართული ოცნების ყრილობა გაიმართა, რომელზეც პრემიერმინისტრობის კანდიდატიც წარადგინეს - თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს.
29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.