ღალატის ჩამოსარეცხად ოცნებაში ყველაზე კარგი მეთოდი დაშინება, დამცირება, მუშტი-კრივი, დაბრალება და დიდი ტყუილის ტირაჟირება ჰგონიათ. ამ გეგმის ავტორებმა ისიც იციან რომ მეთოდები მოუძველდათ მაგრამ რა ქნან მათ რუსულ არსენალში სხვა აღარაფერია - ამიტომ ვითომ ხალხის ძალის დეპუტატი თავს უფლებას აძლევს რომ წინ მჯდომ კოლეგას მიკროფონი უთავაზოს ზურგში, აი მის თანაგუნდელს კი შეუძლია რომ კოლეგა, რომელიც პარლამენტში მუსლიმი თემის ხმაა აგენტობაში დაადანაშაულოს და არც მეტი არც ნაკლები ამაში თურქეთის აგენტობას გულისხმობდეს. ბევრი მიკიბ-მოკიბვის გარეშე - რუსული და კიდევ ერთხელ რუსული, მოძველებული, მაგრამ მაინც გეგმა - თურქო და ისლამოფობიის გაღვივება. ხელისუფლების მიერ იზოლირებული მუსლიმი თემი, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის ახსენდებათ, შეტევა და ფიზიკური ანგარიშსწორება ერთ კაცზე, რომელიც ყველასთვის მუქარის შემცველი გზავნილია. ოცნების მიერ გარიყულები - ნახეთ დროებაში.
ოცნების მიერ გარიყულები - დროება
26 მარ 202320:25
3 წუთის საკითხავი