როგორია ნიკა გვარამიას გეგმები, რას აპირებს და სად? ამ საკითხებზე ნიკა, უახლოს დღეებში ალბათ თავადვე ისაუბრებს და უფრო მეტად დააკონკრეტებს იმ განცხადების შინაარსს, რომელიც მან რუსთავის ციხესთან გააკეთა. თუმცა, ფაქტია, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლებამ, ქართულ ოცნებაში დიდი დაბნეულობა გამოიწვია. ოლიგარქის გუნდის მთავარი სამიზნე ახლა ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია, რომელსაც ევროპელი პარტნიორები მადლობას უხდიან, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, ქართული ოცნება კი პოლარიზაციის გაღრმავებაში ადანაშაულებს.
ოცნების პასუხი - შაბათის ფორმულა
24 ივნ 202321:18
3 წუთის საკითხავი