logo
ENG



ოცნების უარი თანამშრომლობაზე

27 ივლ 202220:34
3 წუთის საკითხავი
 

"ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა 12 რეკომენდაციის შესრულების ე.წ.ი საგზაო რუკის მოსმენაზე. დღეს მმართველი გუნდი არ მივიდა "ღია საზოგადოების ფონდის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, სადაც პროფესიონალები მსჯელობდნენ - როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის დათქმები, რა  კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ წლის ბოლო ქვეყანამ მორიგი უარი არ მიიღოს. დისკუსიაზე მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტიც, თუმცა არც სალომე ზურაბიშვილმა ისურვა მის მიერვე მრავალჯერ ნახსენები ინკლუზიური პროცესისთვის ხელშეწყობა.


close დახურვა