მმართველმა პარტიამ და მისმა ლიდერმა, 12 წლის განმავლობაში ბევრი მეტსახელი დააგროვა, თუმცა მოქალაქეებისთვის ბიძინა ივანიშვილი ალბათ ყველაზე მეტად - "გადამგდებთან" ასოცირდება, რადგან ქართული ოცნება, ფუჭი დაპირებების და ამ დაპირებების შეუსრულებლობის სიმბოლოდ გადაიქცა. სოფლებში აგუგუნებული ქარხნების გარდა, მმართველ პარტიას ჰქონდა სხვა არაერთი პროექტის პირობა, რომლის შესასრულებლად ასობით მილიონი ევროს სესხიც კი აიღეს. დღეს, ჩვენს რეპორტაჟში ნახავთ, რა ხდება იმ ადგილზე, სადაც ქართული ოცნება მოქალაქეებს, მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობას ჰპირდებოდა - ეს დაპირება ზუსტად იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც ქართული ოცნება, თუმცა 12 წლის შემდეგ, ხელისუფლება ამბობს, რომ, ადგილი, სადაც გაზსაცავი უნდა აშენებულიყო, ამ პროექტისთვის შეუსაბამოა.
ოცნების ფუჭი დაპირებები - შაბათის ფორმულა
27 ივლ 202420:36
3 წუთის საკითხავი