logo
ENG



ოცნების შეურაცხმყოფელი რიტორიკა

13 სექ 202320:23
3 წუთის საკითხავი
 

სულ უფრო მკაფიოა ქართული ოცნების პოზიცია ნატოსთან დაკავშირებით. ალიანსის საწინააღმდეგო რიტორიკა ღარიბაშვილის შემდეგ კალაძემ გააგრძელა. არ გვინდა ღია კარი, თუ გაქვთ ერთი ადგილი, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა. ამ განცხადების პათოსი და გაგრძელება, რომელიც კალაძემ აღარ დაამატა, მაგრამ იგულისხმება, პირდაპირ და შეურაცხმყოფელ ფორმებში აჩვენებს, რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს ისტორიული არჩევანის მიმართ ივანიშვილის ხელისუფლებას. 


close დახურვა