logo
ENG



ოხანაშვილი შოთაძის მოსმენაზე: კომიტეტმა ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტი დადო

17 თებ 202021:27
3 წუთის საკითხავი
 
qn9tqvmvwhg430n.jpg

„კომიტეტმა ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტი დადო დღეს სხდომაზე", - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სხდომას, რომელზეც ირაკლი შოთაძეს უსმენდნენ. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პასუხი გაეცა ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა.

„დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენა, დაისვა ყველა შეკითხვა, რა შეკითხვის გაჟღერებაც სურდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის გუნდს, ისე საპარლამენტო ოპოციზიის წარმომადგენლებს. დღეს მე მივიღე გადაწყვეტილება და იმ ადამიანებს, მოქალაქეებს, რომლებსაც ჰქონდათ მომართული იურიდიულ საკითხთა კომიტეტისადმი, რომ სურდათ დასწრება და შეკითხვების გაჟღერება,  მივეცი შესაძლებლობა, რომ გაეჟღერებინათ შეკითხვები. ბატონმა ირაკლი შოთაძემ გამოიჩინა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგა შეკითხვებზე პასუხის გაცემას"', - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მხარი დაუჭირა. ირაკლი შოთაძის პროკურორობას კენჭს ხვალ პარლამენტში უყრიან.


close დახურვა