ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი, რომელიც გუშინ ტვ პირველის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს თავს დაესხა ამბობს, რომ "გასარკვევია, რა მდგომარეობაში იყო წერეთელი გუშინ".
ოხანაშვილის თქმით, არ გამორიცხავს, რომ წერეთელს ჰქონდა "შესაბამისი თრობა" და მოუწოდებს მას, ჩაიტაროს ექსპერტიზა.
"მზად ვარ და ჩემი სურვილია, აბსოლუტურად ყველაფერი, ყველას გადაადგილება, იქ ყოფნის პერიოდი გასაჯაროვდეს, ყველამ ნახოს, ეყოს ადამიანობა ყველას, რაც გააკეთა, როგორ მოვიდა, როგორ გამიხმო გვერდით და ა.შ. თქვას ეს ყველაფერი. გასარკვევია ასევე, რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, მე არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა და ჩაიტაროს შესაბამისი ექსპერტიზა და დადგინდეს, როგორ შეიძლება აშშ-ის საელჩოში ადამიანი ესეთ მდგომარეობაში მიდის, გამიზნულად გეგმავს უბინძურეს პროვოკაციას და ადამიანს ღირსების შემლახველ სიტყვებს ეუბნება", - ამბობს ოხანაშვილი.
გუშინ აშშ-ის საელჩოში მიღებაზე ქართული ოცნების დეპუტატები თავს დაესხნენ.