logo
ENG



ოხანაშვილი ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წერილის წარდგენაზე:ითანამშრომლოს გამოძიებასთან

21 ოქტ 201910:26
3 წუთის საკითხავი
 
hqwjoqwujqbcpyq.png

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი, იმ მუქარის წერილს გამოეხმაურა, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, მან გიორგი გახარიასგან მიიღო და დღეს დოკუმენტს პროკურატურას წარუდგენენ. უმრავლესობის წევრი კონკრეტული შეფასებებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ყველა უნდა დაელოდოს გამოძიებას.

“წარადგინოს ე.წ. 120 ანაბეჭდიანი წერილი, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. რაც შეეხება კონკრეტულ საგამოძიებო ორგანოებს, მათი ვალდებულებაა კანონის შესაბამისად იმოქმედონ, დაიცვან ყველა სამართლებრივი პროცედურა და გასცენ დასმულ შეკითხვას პასუხი. დაველოდოთ პროცესს, ჯერ წარადგინოს და შემდგომ მოვითხოვოთ კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხი”,-განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის ადვოკატები დღეს მუქარის წერილის დედანს პროკურატურას გადასცემენ. მანამდე კი „ლელოს" დამფუძნებლის ადვოკატები წერილს მედიასაც წარუდგენენ. „თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა პარლამენტში განაცხადა, რომ იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. წერილის მიხედვით, ხაზარაძისგან მოითხოვდნენ, „ტვ პირველს" ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა, თავად კი „ნაციონალური მოძრაობა" უნდა გაეკრიტიკებინა.

 


close დახურვა