logo
ENG



ოხანაშვილი ხუნდაძეზე: არავის აქვს უფლება, ემოციის გამოხატვის უფლება წაგვართვას

10 ივნ 202217:02
3 წუთის საკითხავი
 
ოხანაშვილი ხუნდაძეზე: არავის აქვს უფლება, ემოციის გამოხატვის უფლება წაგვართვას
ფორმულა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "არავის აქვს უფლება, ემოციის გამოხატვის უფლება წაგვართვას".

ოხანაშვილის თქმით, "ცალსახაა", რომ ქართველი ხალხი, მმართველი პარტია და ქვეყანა მიისწრაფვის ევროპისკენ და "ეს საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება".

"მე მგონი, არავის აქვს უფლება, ემოციის გამოხატვის უფლება წაგვართვას. ერთადერთი ჩვენ რასაც ვითხოვთ, არის სამართლიანი თამაშის წესები და სამართლიანი გადაწყვეტილებები. სწორედ სამართლიანობას ეფუძნება ევროკავშირი, ევროკავშირის იდეა და ევროპული ღირებულებები. იმ შემთხვევაში თუკი გამოვხატავთ წუხილს, რომ არის საკითხები, სადაც სამართლიანობაზე კითხვები გვიჩნდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ევროკავშირზე უარს ამბობს. ჩვენი ერთადერთი სწორი გზა სწორედ ევროპულ ოჯახში დამკვიდრებაა - ჩვენი ეროვნული ინტერესებით, ჩვენი ხალხის ტრადიციებით და ქვეყნის ისტორიით"- ამბობს ოხანაშვილი.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებითთუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს "უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს", ქვეყანამ ამაზე უარი უნდა თქვას. 

დიმიტრი ხუნდაძე ქართული ოცნების სწორედ ის ე.წ. ამბოხებული დეპუტატია, რომლის მეშვეობით მმართველმა გუნდმა 2019 წელს ჩააგდო სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 20 ივნისის მღელვარების შემდეგ საზოგადოებას სწორედ ასეთ სისტემას დაჰპირდა.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის ინიცირებული. 

თავდაპირველად 6-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა რეზოლუციების საკუთარი ვერსია მოამზადა, შემდეგ კი 5 პოლიტიკური ჯგუფი საერთო ტექსტზე შეთანხმდა, მათ შორის იყო S&D, რომელიც ქართული ოცნების პარტნიორია. დოკუმენტით ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში გაუარესებული მედიამდგომარეობის გამო, გმობენ ჟურნალისტების მიმართ დაშინების, ძალადობისა და დევნის ფაქტებს. 

რეზოლუციაში განხილულია 5 ივლისის, ნიკა გვარამიას საქმეები, ასევე, TV პირველის მფლობელებისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ დაწყებული დევნა.

 


close დახურვა