"ყოველდღიურად შეიძლება მოიმატოს რაოდენობამ, რადგან ყოველდღე ვლინდება ახლო კონტაქტი, რაც გულისხმობს ერთ მეტრზე ნაკლებ კონტაქტს 15 წუთის განმავლობაში",-ასე აფასებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე კორონავირუსთან დაკავშირებულ მდგომარეობას საქართველოში. მისი თქმით, ყველა ასეთი ადამიანი ყურადღების ცენტრშია. იმნაძემ ყურადღება მოქალაქეთა მოხალისეობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ცენტრი ამ პროცესში ვერ ჩაერევა.
"ჩვენი ცენტრი არაა ის, ვინც ამ ინსტიტუტს გამოვიყენებთ. ჩვენ მოვახდინეთ ტრენერების ტრეინინგები, მაგრამ ჩვენი საქმიანობა სპეციფიკურია და მოხალისეებს ვერ გამოვიყენებთ. ბავშვებს რაც შეეხება, სტატისტიკაზე საუბარი ჯერ არაა, როცა 40 შემთხვევაც არ ფიქსირდება ქვეყნაში. ბავშვები ისევ რჩებიან დაბალი რისკის მქონდე ჯგუფად, თუმცა წარმოადგნენ რისკს დაავადების გავრცელებასათან დაკავშირებით. მათ ვირუსი რადგან ადვილად გადააქვთ, შესაძლოა იყვნენ ვირუსის გავრცელების წყარო ბებიებისა და ბაბუებისთვის",-აღნიშნა იმნაძემ.
შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა.