logo
ENG



პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 1800-მდე გაიზარდა

13 ოქტ 202317:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/13/1b7rfpjlf3nv2hj.jpg

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰამასის დარტყმების შედეგად ისრაელის საპასუხო შეტევას 1799 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაშავებულია სულ მცირე 6388 პალესტინელი.

ბოლო ცნობებით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1400-ს აღწევს.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა