პანდემიით გამოწვეული კრიზისი უმუშევრობის სტატისტიკას ჯერ ოფიციალურად არ დატყობია, თუმცა სურათს აჩვენებს „ISET“-ის მიერ ჩატარებული კვლევა. კითხვაზე - დაკარგეს თუ არა სამსახური, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დადებითად პასუხობს. თვითდასაქმებულები, მცირე ბიზნესისა თუ სხავასხვა სფეროს წარმომადგენლები სამსახურისა და ხელფასის გარეშე არიან დარჩენილები. მათი დიდი ნაწილი სახელმიწფოსგან დახმარებასაც ვერ იღებს.
გამოკითხული მოსახლეობის 24 პროცენტმა კორონავირუსის გავრცელების პერიოდში სამსახური დაკარგა და მათ დიდი ნაწილს დასაქმების ადგილზე დაბრუნების იმედიც აღარ აქვს. კვლევით ირკვევა, რომ უმუშევრად დარცენილთა 15 პროცენტი თავის სამუშაო ადგილს ვეღარ დაუბრუნდება
უფრო მძიმე სურათს ელოდებიან სპეციალისტები. მათი თქმით, ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმით ეკონომიკის გაჯანსაღების შანსი მცირეა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც, ყველაზე მეტად დაზარალებულ ინდუსტრიად ტურიზმი მოიაზრება, დომინოს პრინციპით კი ეკონომიკის შენელების ტემპი რიგითი მოქალაქის ჯიბემდე პირდაპირ მიაღწევს.
სპეცილიასტები მთავრობას უმუშევრად დარჩენილების დახმარებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ხელისუფლება ერთჯერადად მაინც ყველა კატეგორიას უნდა დაეხმაროს. ეკონომისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ რომ მოიზიდონ უცხოური ინვესტიციები იმისათვის რომ, ქვეყანა მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს.
სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რიცხვის კიდევ უფრო გაზრდას ვარაუდობენ ოპოზიციაში. პოლიტიკოსების შეფასებით, მთავრობა ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად მზად არ არის.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდება. EBRD-ის ცნობითვე, პანდემიის გამო ტურიზმის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორი იქნება, რაც გავლენას ეკონომიკის სხვა დარგებზეც იქონიებს.