დაშინებისა და ამომრჩეველზე ზეწოლის ახალი იარაღი შესაძლოა, პანდემია გახდეს - ოპოზიციას ეს ეჭვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც პრემიერმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი არ იკლებს.
განცხადება მოსახლეობის მიზანმიმართულ დაპანიკებას ემსახურება ექიმების ნაწილისთვისაც და გაუგებარია, რა მონაცემებს ეყრდნობა გიორგი გახარია, როცა ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რიცხვი მხოლოდ 2-ით გაიზარდა.
საპირისპიროს საუბრობენ კოვიდმიმღები კლინიკების ხელმძღვანელები. საუნივერსიტეტო კლინიკაში არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აღარ ჰყავთ, რესპუბლიკური საავადმყოფო კი მალე ჩვეულ რეჟიმში მუშაობას დაუბრუნდება.
ხელისუფლება თვლის რომ ოპოზიციას მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს და ამის დასამტკიცებლად მსოფლიო სტატისტიკის გაცნობისკენ მოგვიწოდებს.