logo
ENG



პანდემიასთან გასამკლავლებლად, ევროკავშირმა საქართველოსთვის €100 მილიონი გამოყო

25 ნოე 202020:14
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/25/i8pxbnpzxtxedq5.jpg

პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, ევროკავშირმა საქართველოსთვის €100 მილიონი გამოყო. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ტვიტერზე წერს, რომ დაფინანსება მაკრო-ფინანსური სტაბილურობის მიღწევაში დახმარებას ემსახურება, კერძოდ, ბიზნესსა და მოქალაქეებს დაეხმარება, გაუმკლავდნენ პანდემიას.

ევროკავშირის განცხადებით, ამ დახმარების შემდგენელი ნაწილებია: 75 მილიონი ევრო 2020 წლის აპრილში გამოცხადებული მაკროფინანსური დახმარების ახალი პროგრამიდან, რომელიც მიზნად ისახავდა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შერბილებას; ასევე, 25 მილიონი ევრო არის ბოლო ტრანში 2018 წლის აპრილში დამტკიცებულ წინა მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან. საერთო ჯამში, 95 მილიონი ევრო ხელსაყრელი პირობების მქონე სესხების, ხოლო დანარჩენი 5 მილიონი ევრო - გრანტის სახით გაიცემა.

"თუ მთავრობამ ეს შეთანხმებული რეფორმები გაატარა, 2021 წლის დასაწყისში შესაძლებელი იქნება ამ მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში დამატებით 75 მილიონი ევროს გამოყოფა. 2018 წლის აპრილში დამტკიცებული მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ტრანშის მეორე ნაწილი (25 მილიონი ევრო) სესხების (20 მლნ ევრო) და გრანტის (5 მლნ ევრო) სახით გასაცემი თანხებისგან შედგება. პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული შეთანხმებული პირობების შესრულებამ ამ მეორე ტრანშისთვის შესაძლებელი გახდა რეფორმების გატარება სახელმწიფო ფინანსების მართვის, ფინანსური სექტორის, სოციალური და შრომის ბაზართან დაკავშირებული პოლიტიკისა და ბიზნეს გარემოს სფეროებში", - წერია ევროკავშირის განცხადებაში.


close დახურვა