კორონავირუსი პანდემიასთან დაკავშირებით იტალიის პრემიერ-მინისტრი დაკითხეს. პროკურორების შეკითხვებს ჯუზეპე კონტე, მოწმის სტატუსით, სამი საათის განმავლობაში პასუხობდა. გამოძიება პანდემიის დროს ხელისუფლების რეაგირების ზომებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. უწყებას აინტერესებს, რატომ დააგვიანა ხელისუფლებამ ლომბარდიის რეგიონში კარანტინის გამოცხადება. პრემიერის გარდა, დაიკითხნენ შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებიც.
იტალია პანდემიის გამო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანააა. კოვიდ 19-ს ქვეყანაში 34 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.