logo
ENG



პანდემიის შემოტევის ფონზე უზენაესმა სასამართლომ საკადრო გადაწყვეტილებისთვის მოიცალა

03 აპრ 202020:35
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო მდგომარეობის, საყოველთაო კარანტინისა და პანდემიის შემოტევის ფონზე უზენაესმა სასამართლომ საკადრო გადაწყვეტილებებისთვის მოიცალა. პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი აირჩია. მიზანი - იურისტებისა და პოლიტიკოსებისთვის სასამართლო კლანის მმართველობის გაძლიერება საკონსტიტუციო ინსტანციაშიც

19 არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნის მიუხედავად, უზენაესმა სასამართლომ პლენუმის სხდომა ჩაატარა და 25 წუთიანი მსჯელობის შემდგომ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, მათ მიერვე შერჩეული ერთადერთი კანდიდატი, ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნა.

მოსამართლე კიკილაშვილმა განიხილა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის საქმე, რომელშიც მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძე მისი არასრულწლოვანი შვილის ცემას ედავებოდა - კიკილაშვილმა, მისი ზემდგომი გაამართლა. ამის შემდგომ კი ის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, უვადო მოსამართლედ დანიშნა, რაც არამოსამართლე წევრების პროტესტის მიზეზი გახდა.

სასამართლო კლანის გავლენების გაძლიერების მცდელობაზე აკეთებს აქცენტს ოპოზიცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ კიკილაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნა მიქაუტაძის მეშვეობით მოხდა, რომელიც თავის მხრივ „ქართული ოცნების“ ინტერესებს ატარებს.

უზენაესი საბჭოს პლენუმის ერთ-ერთი წევრის, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის მტკიცებით კი კიკილაშვილის დანიშვნა, მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე მოხდა, ინტერესთა კონფლიქტის გამო კი მიქაუტაძე კენჭისყრაში მონაწილეობას საერთოდ არ ღებულობდა.

არასამთავრობოები აქცენტს პროცესის გაუმჭირვალეობაზე აკეთებენ და კითხვები აქვთ, თუ რატომ გადაწყვიტა სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როცა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმზეა გადასული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ, საკონსტიტუციო სასამართლოში, მაია კოპალეიშვილის ადგილი დაიკავა - რომელსაც უფლებამოსილების ვადა, გასული წლის ნოემბერში ამეწურაკიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 2030 წლამდე იქნება.


close დახურვა