logo
ENG



პანეტა: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება

01 მარ 202422:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/01/csxy5muo79xa0ax.jpg

აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივნისა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ლეონ პანეტას თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მისი შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება.

ამის შესახებ პანეტამ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.

"ვფიქრობ, ცხადია, თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, ის თავის აგრესიას გააგრძელებს არამხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ასევე NATO-ს წევრი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება. ასე რომ, სრულიად მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა სცადოს, იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება", - ამბობს პანეტა.

ამასთან, კითხვაზე, თუ რა საფრთხეები ახლავს ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, პანეტა ამერიკის ხმას პასუხობს:

"პეკინთან ურთიერთობაში საქართველომ ცხადი უნდა გახადოს, რომ ის უნდა დარჩეს სუვერენულ ძალად, რომელიც თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს და არ მისცემს ჩინეთს საშუალებას, განსაზღვროს, რა მოხდება მომავალში", - აღნიშნავს აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი.


close დახურვა