logo
ENG



პაპის თქმით, მოსკოვში პუტინთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია

03 მაი 202211:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/03/qg341zbv4hs20lu.jpg

პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა ითხოვა, რათა უკრაინის საკითხი განეხილათ, თუმცა მოსკოვისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ერთ-ერთი იტალიური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში პაპი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ მან ვატიკანის უმაღლეს დიპლომატს სთხოვა, პუტინისთვის მიმართვა გაეგზავნა.

გზავნილში აღნიშნული იყო, რომ ის მზად იყო, მოსკოვში ჩასულიყო:

"პასუხი ჯერ არ მიგვიღია და კვლავ დაჟინებით მოვითხოვთ".

მან დაამატა: "ვშიშობ, პუტინს არ შეუძლია და არ უნდა ამ შეხვედრის ჩატარება ამ დროს. მაგრამ როგორ არ შეგიძლია შეაჩერო ამდენი სისასტიკე?".


close დახურვა