logo
ENG



პაპის თქმით, უკრაინელ ჩინოსნებთან კიევში ჩასვლის შესაძლებლობას უახლოეს დღეებში განიხილავს

04 ივნ 202223:17
3 წუთის საკითხავი
 

რომის პაპი ფრანცისკე ამბობს, რომ უკრაინაში ჩასვლა უნდა, თუმცა საჭირო მომენტს უნდა დაელოდოს. ამ სიტყვებით ფრანცისკემ უკრაინელ ლტოლვილ ბავშვს მიმართა, რომელიც თავს იტალიას აფარებს.

"უკრაინაში წავიდოდი, ამის სურვილი მაქვს, მაგრამ საჭირო მომენტს უნდა დაველოდო, რადგან არაა მარტივი მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა უფრო ხელი შეუშალოს მშვიდობას და არ იყოს სიკეთის მომტანი", - თქვა რომის პაპმა.

ფრანცისკეს თქმით, ის უახლოეს მომავალში ელოდება უკრაინელი ჩინოსნების ვიზიტს, რომლებთანაც უკრაინაში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს.

პონტიფექსი შეხვდა 160 სკოლის მოსწავლეს, რომელთა შორის იყო უკრაინელი ლტოლვილი ბიჭი, რომელმაც ჰკითხა ფრანსკეს შეძლებს თუ არა ის უკრაინაში ჩასვლას.


close დახურვა