logo
ENG



პაპუა-ახალი გვინეას მინისტრი კორონაციაზე თავისი სამოგზაურო ხარჯების კრიტიკის გამო გადადგა

13 მაი 202312:11
3 წუთის საკითხავი
clock 466
2023/05/13/ytbcy4t7z6eljec.jpg

პაპუა-ახლაი გვინეას საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა მას შემდეგ, რაც მეფე ჩარლზ III-ის კორონაციისთვის ხარჯების გამო გააკრიტიკეს. პაპუა-ახალი გვინეა თანამეგობრობის ქვეყანაა, სადაც სახელმწიფოს მეთაური მეფე ჩარლზია.

ჯასტინ ტკაჩენკო ლონდონში თავის შვილთან სავანასთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც TikTok-ზე თვითმფრინავში პირველი კლასით მოგზაურობისა და სინგაპურში ძვირადღირებული შოპინგის ვიდეო დადო.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მისი შვილის კრიტიკოსებს "პრიმიტიული ცხოველები უწოდა". მინისტრის კომენტარებმა კი დედაქალაქში პროტესტი გამოიწვია.

"ის აბსოლუტურად ტრავმირებულია ამ პრიმიტიული ცხოველებით. მე მათ პრიმიტიულ ცხოველებს ვუწოდებ, რადგან ასეთები არიან", - თქვა ტკაჩენკომ.

მოგვიანებით, მან ბოდიში მოიხადა საკუთარი სიტყვების გამო. მისი თქმით, მისი განცხადება მიმართული იყო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საზიზღარ კომენტარებს აკეთებდნენ მისი შვილის მიმსამართით, მათ შორის იყო სექსუალური და ძალადობრივი მუქარები.

თავის განცხადებაში ტკაჩენკომ აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრთან კონსულტაციების შემდეგ გადადგა. მან დაამატა, რომ სურდა დარწმუნებულიყო, რომ ეს მოვლენები ხელს არ შეუშლიდა აშშ-ის პრეზიდენტისა და ინდოეთის პრემიერმინისტრის ვიზიტებს.

მინისტრი ტკაჩენკო და მისი შვილი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ისინი სულ მცირე 10 ოფიციალურ პირთან ერთად გაემგზავრნენ მეფის კორონაციაზე, რაც თითქმის $900 000 დაჯდა.

მთავრობის წარმომადგენელმა ბილ ტორასომ დაადასტურა, რომ ლონდონში 10 თანამშრომელი 10 სტუმართან ერთად გაემგზავრა.


close დახურვა