უცხოური ჩარევა გამოწვევაა და დღევანდელ სამყაროში სწორედ ჩარევა, მეხუთე კოლონების შექმნა სხვა ქვეყნებში არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელსაც იყენებენ გავლენების გასატარებლად. ამას აღიარებს ყველა. ერთადერთი, ვინც ამას არ აღიარებენ, არიან ისინი, ვინც საქართველოში თავად არიან მეხუთე კოლონა და თავად არიან შექმნილი და დაფინანსებული, რათა საკუთარ ქვეყანას უმტრონ.
ოთხი წელი გადის უკრაინაში ომის დაწყებიდან და ოთხი წლის წინ აქედან რამდენიმე მეტრში უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და პარტიები – მეხუთე კოლონა, ზუსტად ამ სქემით იდგნენ პარლამენტის წინ, ითხოვდნენ, ჩავრთულიყავით ომში, გაგვეგზავნა მებრძოლები უკრაინაში, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა ცა, შევსულიყავით ესკალაციაში, რომლის ბოლოც აუცილებლად იქნებოდა ომი. ამას აკეთებდა უცხოეთიდან დაფინანსებული მეხუთე კოლონა. საკუთარ ქვეყნებში ამას ებრძვიან, პრევენციას ახდენენ და აქ აფინანსებენ მეხუთე კოლონას, რათა კრიტიკულ მომენტებში ზურგში ლახვარი ჩასცხონ საკუთარ ქვეყანას, შეიყვანონ ომში, გამოუთხარონ ძირი დემოკრატიას, არჩევნების და დემოკრატიის არაღიარების გზაზე იდგნენ და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა თავის ინტერესებს უყურებს. თქვენ ნუ იფიქრებთ, რომ ბრიუსელი ჩვენი ინტერესით იღვიძებს და იძინებს, ქალბატონ კალასს, რომელიც ესტონეთში პრემიერ-მინისტრობის დროს საქართველოს მიმართ მტრულ პოლიტიკას ატარებდა, რაიმე აქვს შეცვლილი თავის წარმოდგენებში. ყველამ საკუთარ ინტერესზე უნდა იზრუნოს, საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს ჩვენი ქვეყნის ინტერესზე
