ჩვენ გვახსოვს არჩევნების შემდეგ ნაწილი ადამიანების შიგნით და გარეთ შეცდომაში იქნა შეყვანილი პროპაგანდით, რომ არჩევნები გაყალბდა. აქციებიც გვახსოვს, განცხადებებიც გვახსოვს, მაგრამ ხომ ვხედავთ რომ სიმართლე ვერ დამალეს. აქაც ეს პროპაგანდაა, ამ ყველაფერს ხომ ხედავს ხალხი, ამიტომაც ეს პროპაგანდის, როგორც პროპაგანდის სხვა ბუშტი გასკდება და ისევ თქვენს მიმართ ნდობა შეირყა. ნაცვლად ამ პროპაგანდისა იმუშავეთ შინაარსზე. რაც შეეხება კვაზი-პატრიოტულ განცხადებებს. ამის უფლებას არავის მივცემთ. ჩემს უკან დავით აღმაშენებელია გამოსახული. არავის მივცემ უფლებას, რომ აქ რაღაც რუსეთი, პარალელები [გაავლოს], არავის მოგცემთ მაგის უფლებას. პატრიოტობაზე თავს არავის დაგადებინებთ, როდესაც აქ ვართ ჩვენ.
პაპუაშვილი: პატრიოტობაზე თავს არავის დაგადებინებთ, როდესაც აქ ვართ ჩვენ
07 მარ 202311:17
3 წუთის საკითხავი