სინამდვილეში ჩვენ სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან. დათმობის პოლიტიკას აწარმოებდნენ "ნაციონალები", როდესაც 2008 წლის ომიდან რამდენიმე თვეში რუსებს ეხვეწებოდნენ, კულტურული გაცვლითი ღონისძიებები ჩაეტარებინათ. დათმობა იყო სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა, დათმობა იყო რუსეთისთვის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე თანხმობის მიცემა. [...] ჩვენ შევძელით ათწლიანი მშვიდობის შენარჩუნება. ეს დათმობის კი არა, სტრატეგიული, მოთმენის პოლიტიკაა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გვერდი ავუაროთ პროვოკაციებსა და სხვადასხვა საფრთხეს, მათ შორის რუსეთიდან მომდინარესაც. ჩვენ არც არავის არაფერს ვუთმობთ, არც არავის არაფერზე ვევაჭრებით, მხოლოდ ხალხის ინტერესებით ვმოქმედებთ. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყნის გაერთიანება და ევროინტეგრაცია.
პაპუაშვილი: რუსეთთან არა დათმობის, არამედ სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას ვაწარმოებთ
29 მაი 202312:22
3 წუთის საკითხავი