logo
ENG



პაპუაშვილი იუკნევიჩიენეზე: აქეზებს პოლარიზაციას საქართველოში, შეურაცხყოფს დემოკრატიას

13 ივლ 202215:18
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი იუკნევიჩიენეზე: აქეზებს პოლარიზაციას საქართველოში, შეურაცხყოფს დემოკრატიას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე "ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებას და აქეზებს პოლარიზაციას საქართველოში".

პაპუაშვილის თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, "შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას და ხელს უწყობს რადიკალურ დღის წესრიგს".

"ყველა, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგაქრი, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას, მათ შორის ასეთი განცხადებებით და ეს არის რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას მისი რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას და ნუ იქნებიან თავად პოლარიზაციის წამქეზებლები. ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება მათ შორის ევროკავშირის სულისკვეთებას. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, კონკრეტულად ეს დეპუტატი თავადვე ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებას, აქეზებს პოლარიზაციას საქართველოში და ამ კუთხით შეურაცხყოფს საქართველოს დემოკრატიას", - ამბობს პაპუაშვილი. 

ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.

ევროპარლამენტარებმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქია და ეს ბიძინა ივანიშვილია.

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საქართველოს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაც მისი თქმით, ნიშნავს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას.


close დახურვა