პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პლენარულ სხდომაზე, სადაც რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევს.
პაპუაშვილი მიკროფონს უთიშავს ყველას, ვისაც მისთვის მიუღებელი განცხადებები აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარემ გააძევა ოპოზიციონერი დეპუტატები სალომე სამადაშვილი და თაკო ჩარკვიანი.
პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. ოპოზიციონერი დეპუტატები ღამით პოლიციელების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევასა და მათზე ფიზიკურ ძალადობას აპროტესტებდნენ.
პლენარულ სხდომაზე იმყოფება ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც, რომელსაც გუშინ პოლიციელებმა სასტიკად სცემეს.
გუშინ ღამით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბია - გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. პოლიციამ იძალადა მოქალაქეებზე. შსს-ს ცნობით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი.