საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას Twitter-ზე განცხადებით ეხმაურება. პაპუაშვილი წერს, რომ "სტრასბურგის გადაწყვეტილების იგნორირება, რუსეთის სამართლებრივ ფრონტზე გამარჯვებისთვის უკრაინას ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება".
პაპუაშვილი ოცნების სხვა ლიდერების მსგავსად აცხადებს, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებებს იყენებს და ეს მისი სტრატეგიის ნაწილია პატიმრობიდან თავის დასახსნელად.
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა იგნორირება ან სხვაგვარად შელახვა არის ის, რაც ახლა, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, სამართლებრივ ფრონტზე გამარჯვებისთვის ყველაზე ნაკლებად სჭირდება უკრაინას.
სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილა და ყველა აბსურდული ბრალდება უარყო. ამდენად, სააკაშვილის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ თვითდაზიანების და უსაფუძვლო ბრალდებების გამოყენება, როგორც ციხიდან გათავისუფლების სტრატეგია, არათუ მიუღებელია, არამედ ყველანაირ მორალურ საზღვრებს სცდება", - აცხადებს პაპუაშვილი.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ ინგლისურენოვან განცხადებაში წერია, რომ "სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პირდაპირი იყო". რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის ქართულენოვან განცხადებას, რომელიც მის Facebook-ზე გამოქვეყნდა, წერია, რომ "სტრასრბუგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილა და ყველა აბსურდული ბრალდება უარყო".
Ignoring or otherwise undermining the ECHR judgements is the least Ukraine needs now in order to win the fight against the Russian aggression on legal front.
— Shalva Papuashvili
The Strasbourg court has been crystal clear on M. Saakashvili’s case. Thus, use of self-damage and baseless allegations… https://t.co/fhiUZNFufn