logo
ENG



პარიზიდან სპეციალური ავიარეისით საქართველოს 182 მოქალაქე დაბრუნდა

17 აპრ 202001:58
3 წუთის საკითხავი
 
7rzeewqekuyavqu.jpg

საფრანგეთიდან სპეციალური რეისით საქართველოს 182 მოქალაქე დაბრუნდა. ფრენა პარიზიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით „ჯორჯიან ეარვეისმა“ შეასრულა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრთა შორის არიან არასრულწლოვანი მოქალაქეები, სტუდენტები,  სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე დაავადებების მქონე პირები. ისინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, 14-დღიან კარანტინს გაივლიან.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან და სხვა, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველები.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 6164 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 6255 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.


close დახურვა