თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში საქართველოს ერთი მოქალაქე გადაჰყავთ.
გავრცელებული ინფორმაციით, შუა ხნის ქალი საქართველოში, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზიდან ჩამოფრინდა და რამდენიმე დღის განმავლობაში თელავში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. დღეს ქალს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის შემდეგაც იგი ადგილობრივ რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
ქალი თბილისში, სპეციალური სასწრაფო დახმარების ავტომობილით გადმოჰყავთ. მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია და პასუხები დილით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.