პარიზის მთავარი ბულვარი საშობაოდ გაანათეს. ელისეს მინდვრებზე 400-მდე ხეზე საახალწლო ნათურები პირადად ქალაქის მერმა აანთო.
საზეიმო ცერემონიისთვის მთელი ქუჩა გადაკეტილი იყო. ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით განათებებისთვის ეკონომ ნათურები გამოიყენეს. წითელი განათებები ელისეს მინდვრებზე 8 იანვრამდე ყოველსაღამოს ჩართული იქნება.