logo
ENG



პარლამენტთან რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ

07 მარ 202309:56
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებენ. საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები ბანერებით არიან მისულები და აცხადებენ, რომ ეს კანონი დააზიანებს ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს.

სოროსის ფონდის წარმომადგენელი ანანო ცინცაბაძე ამბობს, რომ არ აპირებენ "აგენტის" იარლიყით ფუნქციონირებას და ამას დამამცირებელს უწოდებენ.

"როგორც ფონდი ისე მთელი სამოქალაქო საზოგადოება დგას დემოკრატიული, ინფორმირებული, სამართლიანი საზოგადოების მშენებლობის სათავეში. რომ არა ფონდის მცდელობები აეშენებინა ჭეშმარიტად დემოკრატიული სისტემები, ის ტყუილის მანქანა და პროპაგანდის ძალიან მძიმე და ბინძური მესიჯები, მოახდენდა მნიშვნელოვან გავლენას ქართულ საზოგადოებაზე", - განაცხადა ცინცაბაძემ.

პარალელურად პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. 


close დახურვა