logo
ENG



პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

02 მარ 202109:53
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შენობის პიკეტირებას და პარლამენტის დეპუტატებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავდნენ. 

პოლიციამ რამდენჯერმე გააფრთხილა აქტივისტები მათი შეძახილების გამო, თუმცა, შეკრებილმა მოქალაქეებმა შენიშვნები არ გაითვალისწინეს. 

"ბრძანება მიიღეს, რომ დაეჭირათ ხალხი. თითი დააწკაპუნა ღარიბაშვილმა და დაიჭირეს. მერე გამოუშვებენ და თავიდან დაიჭერენ. შეძახილების გარდა არაფერი მომხდარა სხვა. მონა დავუზახეთ ვიღაცას, ვისთვისაც არ უნდა დაგვეძახა და ამის მერე დაიწყეს დაკავებები". - თქვა გიგა მაქარაშვილმა. 

"ამ ქვეყანაში უკვე ყველაფერი დასჯადია. ადამიანებს აკავებენ პროტესტის გამოხატვის გამო. გამოხატავენ ქართული ოცნების, გავრილოვის მონების გამო თავის დამოკიდებულებას. ახლა დააკავეს ჩვენი, მოძრაობა საქართველოსთვის წევრები. ეს უკვე არის დიქტატურა". - თქვა ალიკა კუპრავამ. 

საპროტესტო აქციები ოპოზიციამ გასულ კვირას დაგეგმა. მიმდინარე კვირაში კიდევ რამდენიმე პიკეტირების და აქციის გამართვაა დაგეგმილი. 

მოთხოვნები უცვლელია: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. 

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეხვედრა მოაწყო და გაკეთდა განცხადებები, რომ მოლაპარაკებები გაგრძელება, აქციის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ ერთი მიღწევით არ კმაყოფილდებიან და აუცილებელია, ქართული ოცნების წევრებისთვის დისკომფორმტის შექმნა გაგრძელდეს. 


close დახურვა