საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში სამართალდამცველების მობილიზება დაიწყო. ამ წუთებში პარლამენტის ეზოში უკვე მობილიზებული არიან პოლიცია და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. პოლიციელები აღჭურვილი არიან სპეციალური ეკიპირებით. საკანონმდებლო ორგანოში ასევე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები.
დაცვის თანამშრომლები „ფორმულას“ ჟურნალისტებს იმ გვირაბში ჩასვლის უფლებას არ აძლევენ, სადაც ინახება ის იარაღევბი, რომლებსაც აქციის დაშლის დროს იყენებენ.
შეგახსენებთ რომ დღეს 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მასშტაბური აქციაა დაანონსებული.