logo
ENG



პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სამი ადამიანი დააკავეს

02 ივნ 202322:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/02/nzg6wymkb1pxy9g.jpg
კადრი ვიდეოდან/მარიამ ნიკურაძე

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სამი ადამიანი დააკავეს. აქტივისტ შუშანა მაცაბერიძის თქმით, დაკავებულები არიან: ლაშა ჯანჯღავა, შოთა თუთბერიძე და ლევან ნიშნიანიძე. 

მშვიდობიან აქციაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პარლამენტის კიბეებზე ბანერით ხელში იჯდა. მის ბანერზე ეწერა "ირაყლი". 

მოგვიანებით, პოლიციამ კვლავ მივიდა აქციის მონაწილეებთან და ბანერების წართმევა სცადა, რის შემდეგაც დაკავებები დაიწყო. ერთ-ერთი დაკავებული ლევან ნიშნიანიძე გირჩი - მეტი თავისუფლების წევრია. მას ასომთავრულით დაწერილი ბანერი ჰქონდა. 


close დახურვა