პარლამენტში დეპუტატებმა გიორგი ვაშაძემ და ირაკლი (დაჩი) ბერაიამ იჩხუბეს.
პლენარული სხდომის დროს ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს. გიორგი ვაშაძის გამოსვლის დროს დარბაზიდან ქართული ოცნების დეპუტატების რეპლიკები და წამოძახილები ისმოდა.
მას შემდეგ კი რაც ვაშაძე თავის ადგილს დაუბრუნდა, მას სიტყვიერად დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია დაუპირისპირდა, მათ ერთმანეთს მოღალატეები დაუძახეს, რის შემდეგაც ბერაიამ ვაშაძეს აგინა და მისკენ გაიწია.
ვითარების განსამუხტად მანდატურების ჩართვა გახდა საჭირო.