პარლამენტში ბიუროსა და პლენარულ სხდომებზე მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ საჭიროების შემთხვევაში კონსტიტუციაში მსგავსი ცვლილებები უნდა არსებობდეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას განმარტებით, შესაძლოა პარლამენტის დისტანციური მუშაობა საჭირო არ გახდეს, თუმცა ეს განვითარების ერთ-ერთი სცენარია.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ სანამ კონსტიტუციაში ცვლილებები არ ჩაიწერება, ისინი სხდომას არ დაესწრებიან.
"ჩვენ დავესწრებით პარლამენტის სხდომებს მაშინ როდესაც საჭირო იქნება ჩვენი ვალდებულებების შესრულება. დავესწრებით იმ შემთხვევაში თუ შესრულებული იქნება პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა და პოლიტიკური დევნის შეჩერება. ასეთ შემთხვევაში კანონპროექტს მხარს დავუჭერთ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ.