პარლამენტში უმრავლესობის შეხვედრა დაიგეგმა. სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, რა თემაზე იმსჯელებენ უმრავლესობის წევრები. მამუკა მდინარაძის თქმით, შეხვედრაზე საორგანიზაცო საკითხები განიხილება.
ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ გადაიხედება საარჩევნო სისტემა, მდინარაძე პასუხობს, რომ ეს არ მოხდება.
"მთავარი თემა არ არის რაიმის გადახედვა ან ახალი ინიციატივის შეთავაზება. ჩვენ გარკვეული კომპრომისი უკვე მივიღეთ და ამაზე დღეს საუბარი არ იქნება. თუ ოპოზიცია რაიმე ახალს იტყვის, შევხდებით კიდევ ერთხელ",-აცხადებს მამუკა მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის შეხვეედრა ამ წუთებში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.