ვლადიმერ ჟემჩუგოვი - კაცი რუსული გვარით და უკრაინის ეროვნული გმირის წოდებით. ლუჰანსკელი პარტიზანი დღეს თბილისშია, დროებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ის ჰყვება სრულ ისტორიას - გზას მეშახტეობიდან გმირობამდე პარტიზანობის გავლით. როდესაც 2014 წელს რუსული ინტერვენცია დაიწყო უკრაინაში, ის ჩვენს გვერდით, თბილისში ცხოვრობდა და საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, თუმცა გადაწყვიტა სახლში დაბრუნებულიყო და პარტიზანული მოძრაობა დაეფუძნებინა. მისი დანაყოფის ანგარიშზე 30 დიდი წარმატებული ოპერაციაა. სამწუხაროდ ის ტყვედ ჩავარდა, როცა ერთ-ერთ ოპერაციაზე მარტო იყო წასული. ნახეთ ლუჰანსკელი პარტიზანის გასაოგნებელი ისტორია დროებაში.
პარტიზანი - დროება
23 ივლ 202320:18
3 წუთის საკითხავი