logo
ENG



პარტიის ინფორმაციით, ზურა ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი საქალაქო სასამართლოში გადაჰყავთ

09 მარ 202313:40
3 წუთის საკითხავი
 

გირჩი - მეტი თავისუფლების ინფორმაციით, პარიის წევრები ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი საქალაქო სასამართლო გადაჰყავთ.

მოსიაშვილი და ჯაფარიძე 7 მარტს მშვიდობიან აქციაზე დააკავეს. 

ოჯახის წევრების და ადვოკატების ინფორმაციით, ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური დაზიანებები აქვს - მას დაკავების შემდეგაც სცემეს.

ზურა ჯაფარიძის ძმის, გია ჯაფარიძის თქმით, პარტიის ლიდრს ჰოსპიტალიზაცია და ე.წ კატეს გადაღება სჭირდება, თუმცა შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ.

აქციაზე დაკავებულები მოინახულა სახალხო დამცველმაც. ლევან იოსელიანის თქმით, დაკავებულებს შორის ყველაზე სერიოზული დაზიანებები ვიზუალურად ჯაფარიძეს აქვს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯაფარიძის და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ჯამში, ბოლო ორ დღეში მშვიდობიან აქციაზე 133 ადამიანი დააკავა.


close დახურვა